გარემოს ეროვნული სააგენტო, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.
"11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო - მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.