25 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად" - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა

არგენტინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანის შორის დიალოგი შედგა.

ცერემონიის ტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ მათი ხმა არ ისმოდა.

მოგვიანებით ამ შეხვედრაზე მცირე განმარტება ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა.

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე" - განაცხადა ზელენსკიმ, სხვა დეტალები პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები