25 ნოემბერი 2024,   22:03
ვრცლად
როგორც იქნა, ყველამ თავისი ადგილი ნახა, ზურაბიშვილმა მარშს მიმართა, მანდარინებში შევიდა ხაზარაძე - გურამ მაჭარაშვილი

როგორც იქნა, ყველამ თავისი ადგილი ნახა, ზურაბიშვილმა მარშს მიმართა, მანდარინებში შევიდა ხაზარაძე,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

"ხაბეიშვილი ჰოლივუდური ღიმილით არის დაკავებული და ესეც კარგია, გახარია ალბათ უკვე ისეთ ამბებს ყვება, დაუჯერებელს, რომ ბარონ მიუნჰაუზენის ფუნქციებს შეითვისებს. ეს არის ძალიან კარგი, მიხედოს ამ ხალხმა ამ ფუნქციებს, რასაც აკეთებენ და პოლიტიკას და მით უმეტეს ოპოზიციაში პოლიტიკოსობას დაანებონ თავი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.  

"ჩვენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით მარში მიმდინარეობს დედაქალაქში. მოქალაქეები ერთი საათის წინ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები არიან. მარშს შეუერთდება სალომე ზურაბიშვილიც. 

დღის ამბები