25 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებითო, შევიდა, მერე თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია.

"აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით - შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები