სავაჭრო პალატამ ბიზნეს სექტორის, პროფესიული კოლეჯების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, ბათუმში ღონისძიება "პროფესიები ბიზნესისთვის“ გამართა.
შეხვედრა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ის ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროცესში და თანამშრომლობენ კოლეჯებთან.