ქვეყანა ახალი წლის დადგომისთვის ემზადება. დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე მონტაჟდება საახალწლო ილუმინაციები, რომლებიც, რუსთაველის გამზირზე დადგმულ ნაძვის ხესთან ერთად, 15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.
სპეციალურად ამ დღისთვის, მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენაც. მეორე დღეს, უკვე განათებულ ქალაქში, ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღთან საახალწლო სოფელი გაიხსნება; იქნება საციგურაო მოედანი, სამეწარმეო და აგრო ბაზარი, მუსიკალური საღამოები. დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ.
საახალწლო სოფელი 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.