25 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 23 ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 23 პირს დღეს დაკრძალავენ. ყველა მათგანი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა თეა ახვლედიანმა. 21 სამხედროსა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის ოჯახებისთვის დაბრუნება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

გადმოსვენებულთა ნაწილს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ნაწილს კი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღის ამბები