ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. კრიტიკულ მდგომარეობაშია ერთი დაშავებული.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე, რომელმაც ცეცხლის გახსნა, სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს - მისი ვინაობა არ ხმაურდება. უცნობია თავდასხმის მოტივიც.
გამოძიების პროცესში გამოძიების ფედერალური ბიუროც ჩაერთო.