15 იანვრიდან, "ჯორჯიან ეარვეისი" ბრიუსელში ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო! გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ 15 იანვრიდან, ვიწყებთ ფრენებს ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში. დეტალურ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში დავაანონსებთ",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.