25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ძველი პირადობის მოწმებები უქმდება - კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

ძველი პირადობის მოწმებები უქმდება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დოკუმენტის მიხედვით, არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდება.

მმართველი გუნდის ინიციატივით შექმნილ კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პირადობის მოწმობების მფლობელ პირებს ახალ დოკუმენტზე იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები ექნებათ.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები