აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე „მორალური პასუხისმგებლობა“ აქვს. ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ გვერდით დაუდგება „მსოფლიოში ყველაზე ახლო მეგობარს“.
მისივე თქმით, ისრაელის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, მკვეთრად გააფართოონ ღაზის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელზე ზეწოლას, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ძლიერი ნაკადი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სწორი, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის კარგი სტრატეგია. გაკვეთილი არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ, გაიმარჯვოთ ურბანულ ომში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით. ასე რომ, მე არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის, როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი“, – განაცხადა ოსტინმა.