25 ნოემბერი 2024,   22:05
ვრცლად
"ნარჩენების მართვა ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა" - ოთარ შამუგიამ ელექტრონარჩენების მართვის თემაზე გამართული ღონისძიება გახსნა

"ელექტრონარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემის დანერგვა საქართველოში" - პროექტის საპრეზენტაციო ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. პროექტის ფარგლებში, პირველად ელექტრონარჩენების შეგროვების სისტემი დაინერგება.

ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.

„უკვე წლებია, ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს გარემოსდაცვითი კუთხით და ეს შეეხება არაერთ მიმართულებას: სატყეო სექტორი, დაცული ტერიტორიები, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების მართვა და ასე შემდეგ. ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ეს რეფორმები სრულად ეხმიანება ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროინტეგრაციის გზაზე. ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სექტორთან, რომ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ნაწილში, იყოს წარმატებული. უკვე ფუნქციონირებს სამი ორგანიზაცია და რეესტრში რეგისტრირებულია 11 ათასზე მეტი პირი. ნარჩენების მართვა ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნესსექტორის და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები