თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე წინასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა ტექნიკური საკითხები დააზუსტეს და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულსაც ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა.
14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით რამდენიმე დღის წინ დაუმძიმა.