25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"ნატოს ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს შეიტყუეს თბილისი და კიევი, მიზანი მარტივი იყო, რუსეთთან დაპირისპირება" - სერგეი ლავროვი

ნატოს ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, შეიტყუეს თბილისი და კიევი. მიზანი მარტივი იყო, რუსეთთან დაპირისპირება - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა. 

ეუთოს მინისტერიალზე, სერგეი ლავროვმა ტრადიციულად ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა, გააკრიტიკა ნატო და ისაუბრა 2008 წელის რუსეთ საქართველოს ომზე. ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე თქვა, რომ ორგანიზაცია "უფსკრულის პირასაა" და სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა.   

"ნატოს ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, შეიტყუეს თბილისი და კიევი. მიზანი მარტივი იყო, რუსეთთან დაპირისპირება. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციის შედეგად, შეასრულა მისთვის მიცემული კარტ ბლანში ბუქარესტში, იმავე 2008 წლის აგვისტოში, გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის დაბომბვისა და სამშვიდობოების პოზიციებზე თავდასხმის შესახებ. რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია მოამზადა შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც დაიწყო საქართველოს წვრთნისა და შეიარაღების პროგრამა, რასაც ვაშინგტონი ასწავლიდა, სააკაშვილი მორჩილად ასრულებდა," - ამბობს სერგეი ლავროვი.

დღის ამბები