25 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ფიზიკური შხლა-შემოხლა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ხმაური მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა, საპასუხოდ ოპონენტებმა ოპოზიციის კრიტიკა დაიწყეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის საკითხს განიხილავდნენ. სხდომის დასრულებისას კი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  

დღის ამბები