დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია, დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.
2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1 300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.
2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.