"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მურთაზ ზოდელავას შეფასებით, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" 70% "მკვდარზე ვენოკი" ხალხითაა დაკომპლექტებული. ეს განცხადება ზოდელავამ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
"პარლამენტში რა ვითარებაა - რა თქმა უნდა, იქ არიან ძალიან აქტიური ადამიანები ჩვენი პარტიიდანაც და სხვა პარტიიდანაც. ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური სქილების გამო, მიმწოლობის გამო და ბრძოლის გამო, საბედნიეროდ 30%-ში მაინც მოხვდნენ... თუმცა არ მინდა ცუდი სიტყვები ვთქვა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" 70% "მკვდარზე ვენოკი" ხალხია. ღმერთმა ესენი ათასი წელი აცოცხლოს და უფრო მდიდრად, ვიდრე დღეს ცხოვრობენ, მაგრამ ადამიანებო უნდა აირჩიოთ რა - ან ბიზნესი ან ბრძოლა," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.