25 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"ბოლო ერთი წელია გვესმის - გაჩუმდით, არ ილაპარაკოთ, გაგრიცხავთ..." - მურთაზ ზოდელავა ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას იზიარებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მურთაზ ზოდელავა "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნების მოთხოვნას იზიარებს.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ბოლო ერთი წელია დიდი კრიზისია და ის ადამიანები, ვინც მოქმედ მენეჯმენტს ღიად აკრიტიკებენ, ისჯებიან.

"ძალიან ბევრი ადამიანი დაისაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარკვეული პოზიციის ღია დემონსტრირების გამო. ანუ, ჩვენი პარტიის დიდმა მასამ ღიად, ეს გარკვეული რისკების შემცველი ნაბიჯი გადადგა. მათ მიერ იმდენად აღქმულია, რომ პარტია მიექანება უფსკრულისკენ, რომ ამ ადამიანებმა გამოთქვეს ღია პოზიცია საჯაროდ. ამით ცდილობენ მოაფხიზლონ პარტია და ალბათ მენეჯმენტიც, ამისთვის საკუთარი ყველაფერი დადეს ფსონზე იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წელია გვესმის - გაჩუმდით, არ ილაპარაკოთ, გაგრიცხავთ",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აღნიშნა, ხაბეიშვილი პარტიის ინტერესის ნაცვლად, ვიწრო ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს. 

ცალსახად ვიზიარებ ამ მოთხოვნის შინაარსს{ხაბეიშვილის გადადგომის}, მანამდეც ვიზიარებდი... მიუხედავად იმისა, რომ მე მელიას მივეცი ხმა, ჩვენ ის ვაღიარეთ კიდეც, თუმცა პირველივე დღიდან მან გამოასხივა, რომ ის პარტიის ინტერესს კი არაა, არამედ ვიწრო ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს. ამ ვიწრო ჯგუფის ინტერესი იყო ჩვენი დასჯა, ვითომ დაგვსაჯეს..." - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

.

დღის ამბები