რამდენიმე წუთის წინ, მსახიობმა და რეპერმა, კახა აბუაშვილმა იგივე კაბუმ, საპატიმრო დატოვა. მან მედიასთან მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ქალზე განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
ადვოკატის განცხადებით, კაბუმ გირაოს თანხის სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრეს.