25 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - კამათი კაფე "სავანეს" მეპატრონეების განცხადებას მოჰყვა

ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - კამათი კაფე "სავანეს" მეპატრონეების განცხადებას მოჰყვა. ისინი შენობის დანგრევასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მას პოლიტიკურად მართულს უწოდებენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ კაფეს მფლობელებს საკითხის სხდომის შემდეგ განხილვა შესთავაზა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე დაცვა გამოიძახეს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სასამართლომ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა.

დავა მერიასა და კერძო მფლობელს შორის უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.

. ისინი შენობის დანგრევასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მას პოლიტიკურად მართულს უწოდებენ.

დღის ამბები