ღაზაში მდებარე გაეროს თავშესაფრებში გადამდები დაავადებების შესახებ შეტყობინებების მზარდი ტენდენციაა, - ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოზე (UNRWA) დაყრდნობით ავრცელებს.
თავშესაფრებს თავს 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "მასობრივად მზარდია" ისეთი გადამდები დაავადებების გავრცელების ტემპი, როგორებიცაა დიარეა, მწვავე რესპირატორული ინფექცია და კანის ინფექციები. ასევე, პრობლემაა ტილების გავრცელებაც.
თავშესაფრებში 350,000 ადამიანი ცხოვრობს ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორებიცაა დიაბეტი, კიბო, გულის დაავადებები და ჰიპერტენზია.