ინდოეთში, უტარახანდის შტატში, ჩანგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გამოყვანის ოპერაცია დაიწყო. როგორც BBC წერს, უკვე 13 მუშა ამოიყვანეს უსაფრთხოდ.
ადგილზე, მუშების ახლობლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არიან.
გვირაბთან მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების მანქანები.
გვირაბი 12 ნოემბერს ჩაინგრა. ამ დროის განმავლობაში, მუშებს ჟანგბადი, საკვები, წყალი და მედიკამენტები შეუფერხებლად მიეწოდებოდათ.