25 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა - განიხილეს მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხები

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

"მინისტრის საათის" ფორმატში, დეპუტატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.

უმრავლესობის სხდომაზე საუბარი შეეხო უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას, რომელზეც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

უმრავლესობის წევრებმა განიხილეს ასევე ცვლილებები ფრაქციაში. მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია რატი იონათამიშვილი, ხოლო მოადგილეებად - ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა და ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები