25 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს - ფოთის მერი

ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

"სამწუხაროდ, ფოთის სანაპიროზე, დღის მეორე ნახევარში, გაიზარდა შტორმის სიმძლავრე, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ პრევენციულ სამუშაოებს. კუნძულის სანაპიროზე, იმ მონაკვეთებში, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მოგვაყენა, მიმდინარეობს ე.წ. ტეტრაბოტების მოწყობა, რათა თავიდან ავირიდოთ კიდევ უფრო დიდი ზიანი. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, აქტიურად განვახორციელებთ სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე დამონტაჟდა დროებითი გადახურვა.

დღის ამბები