25 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს - ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ - მამუკა მდინარაძე

ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას საბოტაჟის მცდელობისგან თავის შეკავებას სთხოვს.

"ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას. მაგალითად, ნუ შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა ხელისუფლებას, არამედ - საქართველოს. ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას, კაბინეტებში ჩუმად, თუ აშკარადაც კი სირბილს და ხვეწნას, რომ საქართველომ ამ პირობებში, დღევანდელ მოცემულობაში, „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მომავალში არ გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. უბრალოდ, გაჩერდნენ. ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი თუ გონს მოეგება, რომ მართლაც ხელისუფლებას დაეხმაროს ამ გზაზე, ამაზე კარგი არაფერი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი, ბუნებრივია, არ მაქვს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები