25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
„კაბუს“ 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რეპერსა და მსახიობ კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს", 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. აბუაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

პროკურატურა დაკავებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 18 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. 

"კაბუ" ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული

 

დღის ამბები