25 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ ვერ გაარკვიეს - როგორც ჩანს, მელია ჯერ კიდევ რჩება ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ხაბეიშვილ-მელიას გულისტკივილად - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.

"გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი რჩება ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტატუს-კვო, რომელიც დაშლის ბოლო ფაზაშია, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უკიდურესად მოუმზადებელი, დაშლილი და დასუსტებული ხვდება. ეს არის ლოგიკური შედეგი, რომელსაც იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა“. რაც დათესეს, იმას იმკიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები