სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცველია.
როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოსმენაზე განაცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველი მარტიდან გაზრდილი უფლებამოსილებით მუშაობს.
მისივე თქმით, სამსახურმა 10 თვეში, 2 514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება კი 420 საქმეზე დაიწყო.