25 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი, იორამი 35 წლის იყო" - ირმა ინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქართველ პოლიტიკოსის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი წერს. 
 
"ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა.  მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება. 
 
ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო... ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ... აღარ მესმის არაფერი... რატომ..." - წერს ირმა ინაშვილი. 
დღის ამბები