კინოთეატრ "ამირანში", 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს ტრადიციულად დატვირთული პროგრამა ექნება. ღონისძიებაზე მისული კინომოყვარულებისთვის მოწყობილია სხვადასხვა სექცია.
სპეციალურად კინოფესტივალისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ, საერთაშორისო კინოკრიტიკოსები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან. სულ ნაჩვენები იქნება 120 ფილმი.