ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად შეუერთდა. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები მარნეულით დაიწყო, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა.
შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება.