"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბუნების დასუფთავების კამპანია გრძელდება.
ორგანიზაციის წევრებმა, ადგილობრივებთან ერთად დღეს კასპში, ქვათახევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. პროექტის მიზანია დასუფთავების კამპანიაში საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების ჩართვა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება.