მოსკოვში დომოდედოვოსა და ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ფრენების შეწყვეტა რუსეთის დედაქალაქზე დრონების სავარაუდო თავდასხმას უკავშირდება. რუსული მედია კი ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვამ 11 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო ქალაქ ტულაში.