საქართველოში, ევროპის შესახებ ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?" გრძელდება. ამჯერად თამაშებმა მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.
ტურნირი ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ. ღონისძიებაში 100-ზე მეტი გუნდის 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირი დეკემბრის დასაწყისში, იმერეთისა და გურიის რეგიონებით დასრულდება.