საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებულები არიან 35 წლის გიორგი მელაძე, სოფელ აძვის მკვიდრი 52 წლის ხვიჩა კორინთელი და მისი 28 წლის შვილი გიორგი კორინთელი.
მათი უკანონო დაკავების შესახებ ოჯახის წევრებმა უკვე იციან.
სოფელი აძვი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, გამყოფ ხაზთანაა, სოფლის მიმდებარედ ოკუპირებულ ზონაში კი, მოქცეულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, დიდი ალბათობით, გატაცებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყვნენ გადასულები, რათა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სანთლები დაენთოთ.