25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს სამი მიმართულებით აცხადებს

ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება - ეს ის სამი მიმართულებაა, რომელზეც წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს. საინფორმაციო შეხვედრები უკვე დაწყებულია. განსაკუთრებული ინტერესი სტუდენტებს აქვთ, რომლებიც საგრანტო წინადადების წარდგენისთვის ემზადებიან. თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის მაქსიმალური დაფინანსების ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტული ახალგაზრდების წახალისებაა, თუმცა წინადადების წარდგენისას ასაკობრივი ლიმიტი არ არსებობს. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკურსის მიზანი სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერაა.

გასულ წელს უწყებამ 17 პროექტი დააფინანსა. წინა წლის გამარჯვებულები ამბობენ, რომ კონკურსი კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ახალი იდეები აქვს და მათ განსახორციელებლად ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება.

პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 და არაუმეტეს 9 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს. განაცხადების მიღება ელექტრონულადაა შესაძლებელი. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის პირველი დეკემბერია.

დღის ამბები