25 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
თბილისი, 2025 წელს, სენიორ მოფარიკავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისი, 2025 წელს სენიორ მოფარიკავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ეგვიპტეში, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიიღეს, სადაც საქართველომ 134-დან 120 ხმა მიიღო.

პლანეტის პირველობა, 2025 წლის 20-დან 30 ივლისის ჩათვლით, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

დედაქალაქი 4 000-ზე მეტ სტუმარს ელოდება. ამავე კონგრესზე სანდრო ბაზაძე, მსოფლიოს ნომერ პირველ მოფარიკავედ აღიარეს. მსოფლიო რეიტინგში ის ერთპიროვნულად ლიდერობს.

დღის ამბები