ირანში, ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილე, 21 წლის მილად ზოჰრევანდი, სიკვდილით ფარულად დასაჯეს.
მას ბრალად, საპროტესტო აქციის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის სამსახურის ოფიცრის მკვლელობა ედებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოჰრევანდს უარი ეთქვა ადვოკატზე. ირანის ხელისუფლებას მისი სიკვდილით დასჯა ოფიციალურად არ გამოუცხადებია. BBC-ის ინფორმაციით, ცხედარი ოჯახისთვის ჯერ არ დაუბრუნებიათ.