25 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
იქნებ, დააზუსტოს სააკაშვილმა, მოიაზრებს თუ არა სალომე ზურაბიშვილს რუსული საქმის გამკეთებლად - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, სააკაშვილს მოუწოდებს, დააზუსტოს, მოიაზრებს თუ არა "რუსული საქმის გამკეთებლად" სალომე ზურაბიშვილს.

"იქნებ, დააზუსტოს სააკაშვილმა მოიაზრებს თუ არა, სალომე ზურაბიშვილს რუსული საქმის გამკეთებლად. ყავლი გაუვიდა ამ ტიპის განცხადებებს, გარკვეული სინანულის დემონსტრირება ხდებოდა სააკაშვილის მხრიდან, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ის გადადგა და ამით რაღაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო - რაზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, თუ რუსული რევოლუცია უნდა მომხდარიყო ქვეყანაში, ან რაზე წუხდნენ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ნიანგის ცრემლებს რომ აღვარღვარებდნენ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე მოქმედი პრეზიდენტი - საკითხი აქტუალური ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევაზე, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა.

დღის ამბები