ინდოეთში უტარახანდის შტატში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გამოყვანის ოპერაცია იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიზეზი საბურღი მანქანის დაზიანებაა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაშველები, ელექტრული ხელსაწყოებით, ხელით ბურღვაზე გადავიდნენ. დარჩენილია, დაახლოებით, 10-15 მეტრის გაბურღვა.
დაზიანებამდე, მანქანამ 50-მდე მეტრის გაჭრა შეძლო.
12 ნოემბერს ჩანგრეულ გვირაბში მოყოლილი მუშები უსაფრთხოდ არიან. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მათ ჟანგბადი, საკვები, წყალი და მედიკამენტები შეუფერხებლად მიეწოდებათ.