25 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სირთულეების წინაშე დგას, მგონია, პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სირთულეების წინაშე დგას და "პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს".

„მოუვიდათ კიდევ ერთი შეცდომა, როდესაც თითქოს გაერთიანების ფასადით უნდოდათ პრობლემებისთვის წერტილის დასმა. აღმოჩნდა, რომ ამან კიდევ მეტი პრობლემა გააჩინა. მათ შორის, მაშინ, როდესაც ამ გეგმაში მონაწილეობდა იდეა, რომ ვიღაც უნდა გარიცხულიყო პარტიიდან. ეს აჩენს კიდევ ახალ ტალღას უკმაყოფილო პირებისა და, შესაბამისად, ესეც უკვე მარცხისთვის განწირულ ახალ დაპირისპირებას ბადებს პარტიაში. დიდი სირთულეების წინაშე დგას „ნაციონალური მოძრაობა“. მგონია, რომ, უბრალოდ, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა ამ პოლიტიკურ პარტიაში, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე რეალურად ვინმემ დაამუხრუჭოს ეს ვარდნა. გახსოვთ ჩინური სიმბოლოც, გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს და, შესაბამისად, სულ ამ წრეზე ტრიალებს. ამ მდგომარეობაშია დღეს ეს პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები