25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
რუსთავის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

რუსთავის საკრებულოში, ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს ქალაქის მერი აცნობს. ბიუჯეტი 25 მილიონი ლარით იზრდება და 112 მილიონს შეადგენს.

დოკუმენტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.  როგორც ნაციონალური მოძრაობის და გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი არ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

"თითოეულ რუსთაველს აინტერესებს, რა მოხდება და დაღლილია ეს ხალხი ამ პოლიტიკური კინკლაობით. ერთი საათი შეიძლებოდა გაძლება, რომ ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე ვიმსჯელოთ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, რომ ნახევრად ცარიელ დარბაზში თუ ნახევრად სავსე დარბაზში მაინც გვეძლევა შესაძლებლობა მერიის გუნდს, წარმოგიდგინოთ ბიუჯეტის პროექტი,“ - აცხადებს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე. 

დღის ამბები