საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან.
„მინდა ასევე აღვნიშნო, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან.
ძვირფასო კოლეგებო, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის დაინტერესებული, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში. დიდი მადლობა!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.