25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პრემიერი: აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში 16%-ითაა გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი. ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან, სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით

ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური.

"ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი. ასევე, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან, სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი.
ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები