დუბლინში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მომხდარი თავდასხმისას დაშავებული 5 წლის ბიჭი საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან 5 (გოგონა) და 6 წლის (ბიჭი) ბავშვები. 5 წლის გოგოს მდგომარეობა რთულია, მას სერიოზული დაზიანებები აქვს, - ამის შესახებ BBC წერს.
დაშავებულია ორი ზრდასრულიც - 30-დან 40 წლამდე ასაკის ქალი და 50-დან 60 წლამდე ასაკის კაცი.
ირლანდიის პოლიციაში აცხადებენ, რომ, პირველადი ვერსიით, მომხდარი ტერორისტულ აქტს არ უკავშირდება. სამართალდამცველის თქმით, მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 60 წლამდე ასაკის კაცია, თავდასხმის იარაღი - დანა.