25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს -  ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანმა, ოკუპანტების მიერ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი, თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო და განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს. 

როგორც ლექსმანმა დღეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შემდეგ აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

"ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები. რუსეთმა კი უკანონო ოკუპაცია უნდა შეაჩეროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს, რომლითაც ცდილობენ, რომ ამ მიზნებს ძირი გამოუთხარონ,"- აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება, ვროპარლამენტში დამტკიცებულია.

დღის ამბები