25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ჩვენი მოწოდებაა ჩამოვაყალიბოთ სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი - ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, შეიქმნას სანქციების სია, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი იქნება. 

ფოტიგამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება.

"თამაზ გინტური, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის ვეტერანია, რომელიც რუსულმა ძალებმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მოკლეს, როდესაც ის ეკლესიაში თავის პარტნიორთან ერთად მიდიოდა, რომელიც დააკავეს და მოგვიანებით ტყვედ ჰყავდათ.

ჩვენ რეზოლუციაში ვასახელებთ სხვა მსხვერპლთა სახელებსაც. თუმცა ჩვენი მოწოდებაა, ჩამოვაყალიბოთ ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს სანქციების დაწესებამდე მსგავსი ტიპის ქმედებებისთვის," - აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

დღის ამბები