25 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობას არ ექნება არანაირი საფუძველი , რომ რაიმე ფორმით, 2024 წლის არჩევნები ეჭვის ქვეშ დააყენოს, ზედმიწევნით კარგად იქნება ჩატარებული - დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხარისხსა და მისი ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებას გარანტიას აძლევს,რომ  კანონის უმკაცრესი დაცვითა და ზედმიწევნით კარგად იქნება არჩევნები ჩატარებული,  თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ საკითხში ოპოზიციის იმედი არ აქვს. 

"საქართველოში არცერთი არჩევნები ჩატარებულა დამკვირვებლების აქტიური მონაწილეობის გარეშე. ყველა არჩევნებზე, საკმაოდ აქტიური იყო სადამკვირვებლო მისიები. ქვეყანას გააჩნია ძალიან მოქნილი, სწორი და გამართული, ევროკავშირის მიერ მოწონებული, საარჩევნო კანონმდებლობა, რომლითაც იქნება არჩევნები ჩატარებული.

საქართველომ შემოიღო არჩევნების ჩატარების ელექტრონული სისტემა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც შეწყვეტს საუბრებს იმაზე, რომ საარჩევნო დღეს მოხდა მანიპულაცია, არჩევნების გაყალბება და ა.შ. ქვეყანას არჩევნების ჩატარების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და არცერთ შემთხვევაში, პოლარიზებული გარემოს მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ რაიმე სახის პოლარიზება ყოფილიყო.

თქვენ რომ შეხედოთ მსოფლიოში, იგივე შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საარჩევნო სიტუაციებს, ნახავთ, რომ დაძაბული სიტუაციები და პოლარიზაციის მომენტი არის ყველგან. ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად გარანტია მივცეთ ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და პარტნიორებს, რომ არჩევნები კანონის უმკაცრესი დაცვით, ყველა რეგულაციის მიხედვით, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციიდან და საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, იქნება ზედმიწევნით კარგად, დემოკრატიის მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ჩატარებული. მთელი მსოფლიო დაინტერესებულია და მიიღებს იმ სურათს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანას ახასიათებს.

თავს ვერ დავდებთ ოპოზიციაზე - ეს არის ძალა, რომელიც ცდილობდა ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, ამით ესარგებლათ და აემღვრიათ სიტუაცია და ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არალეგალურად. ამიტომ, მათ ქცევებზე პასუხს ვერ გაქცემთ, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ძალა, რაიმე სახის ძალმომრეობა, ან საარჩევნო კანონზომიერების დარღვევით მოახდინოს საარჩევნო პროცესში უხეშად ჩარევა. საერთაშორისო თანამეგობრობას არ ექნება არანაირი საფუძველი , რომ რაიმე ფორმით ეს არჩევნები ეჭვის ქვეშ დააყენოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები