ქართველი მომღერლის ამერიკული წარმატება გრძელდება. ნინი ბრეგვაძე - იგივე ნინი აირისი ამერიკული ვოისის ტოპ 12 მონაწილეს შორის დასახელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომღერალი შოუს მთავარ ეტაპზე, - ლაივ ტურებზე იმღერებს.
მომღერალმა საუკეთესო თორმეტ მონაწილეებს შორის საგზური სიმღერით "რივერ" მოიპოვა. ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ბრმა კასტინგის შემდეგ, ნოკაუტის ტური გაიარა და რინგში მეტოქეც დაამარცხა, ამის შემდეგ კი 12 მონაწილის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და ჟურის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
"შენ ზუსტად ის არტისტი ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება", "შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ " - ამ სიტყვებით,, ქართველი მომღერალი გვენ სტეფანმა და ჯონ ლეჯენდმა შეაფასა.
ნინი ბრეგვაძის ამერიკელი მწვრთნელი ნილ ჰორანია, რომელმაც დიდი შეფასების და ოვაციების შემდეგ, Playoff-ების ეტაპზე 3 მონაწილეს შორის ქართველი მომღერალიც შეარჩია და ტოპ 12 ეულში გადაიყვანა.
წარმატებისკენ შემდეგი ეტაპი ლაივ ტურებია, სადაც ჟიურის მხარდაჭერის გარდა ნინი ბრეგვაძეს ქართველი დიასპორის მხარდაჭერა დასჭირდება.