25 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"საქართველოს სტუმარ - მასპინძლობის ინდუსტრიაში, ახალი პარაგრაფი იწყება" - თბილისს, უმაღლესი კლასის სასტუმრო სასტუმრო "პარაგრაფ თბილისი“ შეემატა

თბილისს, "მარიოტის" უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო - "პარაგრაფ თბილისი“ შეემატა. "საქართველოს სტუმარ - მასპინძლობის ინდუსტრიაში, ახალი პარაგრაფი იწყება" - ამ სიტყვებით გახსნა საზეიმო ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით "პარაგრაფ თბილისის" სახით, საქართველოში კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი განხორციელდა.

"პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროში 220 ნომერი, 5 რესტორანი, უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრების და საკონფერენციო სივრცეებია. სასტუმროში შესაძლებელია უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება. კომპანიის წარმომადგენლებმა, მთავრობის მეთაურს, ადგილზე დაათვალიერებინეს სასტუმროს ინტერიერი.

"მარიოტის" საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“ გახსნა. უახლოეს პერიოდში ამავე ქსელის კიდევ ორი სასტუმროს გახსნა იგეგმება. ახალი სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაზე და ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება გახსნის ღონისძიებაზე , ტურიზმის განვითარების ფონდისა და სასტუმროების მართვის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა.

საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული პირდაპირი კონტრიბუცია და ახალი სამუშაო ადგილები დედაქალაქში - მთავრობის მეთაურმა მადლობა პროექტის იდეის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა, თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდი უკვე მრავალი წელია წარმატებით მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.

"პარაგრაფ თბილისში“ და "პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად, დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.

დღის ამბები